USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა
თარიღი:  356

ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები, ჯამში, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, საიდანაც, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაა.

„ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტლის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე ნახევარ ჰექტარზე მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცე, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა. ყველაფერი გაკეთდა იმ მიდგომით და დამოკიდებულებით, რაც ასეთი პროექტების განხორციელების დროს გვაქვს. სამუშაოები, ჯამში, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა. აქედან, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი კონკრეტულად რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაა, მიმდებარე არეალი კი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კეთილმოეწყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, გზის ორივე მხარეს მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკები.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, რათა მსგავსი პროექტები თბილისის ყველა რაიონში განხორციელდეს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე სპორტული მოედანიც მოეწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 2 332 540 ლარს შეადგენს.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის