USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ისნის რაიონში, იზაშვილის ქუჩა N4-ის მიმდებარედ, სახლს კაპიტალური გამაგრება უტარდება
Date:  956
ისნის რაიონში, იზაშვილის ქუჩა N4-ის მიმდებარედ, სახლს კაპიტალური გამაგრება უტარდება.
 
ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა მზიდი კედლების დემონტაჟი , გასუფთავება და აღდგენა. მოიჭრა მიწა 40 სმ სიღრმეზე, მომზადდა არმატურა, დაისხა გობური ფილა და ჩაისხა კედლები ორმაგი არმირებით. სამუშაოების ფარგლებში, სრულდება ფუნდამენტის სრული გამაგრების სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება პირველი და მეორე სართულების კედლების არმირება, დასაშლელი ნაწილის დაშლა და აღდგენა.
 
სართიჭალის და იზაშვილის ქუჩების მხრიდან გამაგრდა მთლიანი საძირკველი. სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 234 316 ლარია გამოყოფილი. პროექტს ადგილზე ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
 
ისნის რაიონში, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, კაპიტალური გამაგრების სამუშაოები კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way