USD 2.7496
EUR 3.1354
RUB 3.3338
Tbilisi
ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის გამზირის N161-N163-ში გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოაწყო
Date:  133
ისნის რაიონის გამგეობამ გაბრიელ სალოსის გამზირის N161-N163-ში გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოაწყო.
სამუშაოების ფარგლებში, 840 კვ.მ. ფართობზე საბავშვო ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა და გამწვანდა. ასევე, მოეწყო განათების ახალი ქსელი.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 253 135 ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
tbilisi
საბურთალოს რაიონში წყლისა და წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პეკინის გამზირზე, N25-ში წყლისა და წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, იცვლება დაზიანებული მილები, ასევე, განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ჭები.
 
სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 290 161 ლარი გამოიყო.
 
სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
 
ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია უკვე 6 მისამართზე განხორციელდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way