USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ისნის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
Date:  
ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ისნის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, მათი განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად წარმართვა იყო.
 
სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისნის რაიონში მდებარე განსახლების ობიექტი მოინახულეს, რომელიც მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ყველაზე მეტად საჭიროებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ისნის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way