ისნის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
ამჯერად, სკვერი ჯორჯ ბუშის ქუჩის V შესახვევში, კორპ. N120-ის მიმდებარედ ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, 2900 კვ.მ. ფართობზე, ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, გამწვანების ზოლი და განათების ქსელი მოეწყობა.
მიმდინარე სამუშოებს ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 776 971 ლარით ფინანსდება.