USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ისნის რაიონში 2021-2022 სასწავლო წლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
თარიღი:  485

ისნის რაიონის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების" ქვეპროგრამის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2021-2022 სასწავლო წლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სულ 142 მედალოსანია რაიონში.

ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრია.

ახალგაზრდებს სკოლის წარჩინებით დასრულება ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ კახა კახიშვილთან ერთად პირადად მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის