USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ისნის რაიონის გამგეობის 2024 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
თარიღი:  460

ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი რჩეულიშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები წარუდგინა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა 48 მისამართზე, 68 930 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

„მიმდინარე წელს ყველაზე მასშტაბური პროექტი ს. დოდაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა, სანიაღვრე სისტემა და ახალი ლედ განათება მოეწყო. 6 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 სპორტულ მოედანს. 17 მისამართზე კი სკვერისა და საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, რ.გვენცაძის N32-ის მიმდებარედ 3 200 კვ.მ ფართობზე მოეწყო დასასვენებელი და გასართობი სივრცე.

სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 172 მისამართზე განხორციელდა; 1 240 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო; კულტურულ - საგანმანათლებლო და სპორტული 11 ღონისძიება გაიმართა;

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 223 პროექტი განხორციელდა. აქედან 62 ლიფტი რეაბილიტირდა. 54 მისამართზე ქანობიან და ბრტყელ სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ისნის რაიონში 2024 წელს შესრულებული სამუშაოებისათვის ჯამში, 31 607 070 ლარი დაიხარჯა.

პრეზენტაციაზე თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის