USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში, წულუკიძის მე-3 შესახვევში, N3 და N5 კორპუსების მიმდებარედ ახალი სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
дата:  540
ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში, წულუკიძის მე-3 შესახვევში, N3 და N5 კორპუსების მიმდებარედ ახალი სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
დაგეგმილი პროექტი სამუშაოების დაწყებამდე ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო და პროექტის დეტალები მათთან ერთად განიხილა.
 
ამჟამად, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი, დასასვენებელი სივრცე, ასევე, ტარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. პროექტის ღირებულება 315 000 ლარია.
 
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ამ ეტაპზე რაიონში 10 ახალი სკვერისა და 2 სპორტული მოედნის მოწყობა სრულდება.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати