USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
Disney-მ „ზოოტოპია 2“-ის თიზერ-თრეილერი წარადგინა (ვიდეო)
თარიღი:  1761

კომპანია Disney-მ მულტფილმ „ზოოტოპია 2“-ის პირველი თიზერ-თრეილერი გამოუშვა. რგოლში მაყურებლებმა ნაცნობი პერსონაჟები ნახეს - კურდღელი ჯუჯი ჰოპსი და მელა ნიკ უაილდი. ისინი კვლავ ერთად მუშაობენ და ამჯერად იდუმალი რეპტილიის საქმის გამოძიება უწევთ, რომელიც ზოოტოპიაში ჩნდება და ქალაქის წესებს ცვლის.

მთავარ პერსონაჟებს კვლავ ჯინიფერ გუდვინი და ჯეისონ ბეიტმანი გაახმოვანებენ. ფილმის პრემიერა 2025 წლის 26 ნოემბერს გაიმართება.

„ზოოტოპიას“ პირველი ნაწილი ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა. მან მსოფლიო გაქირავებაში 1 მილიარდი დოლარი მოაგროვა.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის