USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Тбилиси
ისანში ოთხი სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
дата:  315
თბილისის მერმა ისანში ოთხი რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული ზონა, სადაც, ასევე, უკანონო შემოღობვების დემონტაჟი განხორციელდა.
მანამდე, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს. სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერიც.
რეაბილიტირებული სივრცეები კახა კალაძემ მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„დაახლოებით, 3,5 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდა სამუშაოები. რის ფარგლებშიც, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, ტერიტორია გამწვანდა. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ირგვლივ უამრავი კორპუსია, ადგილობრივები შეძლებენ განტვირთვას და დასვენებას. სტადიონს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ზამთრის შემდეგ სრულად დასუფთავდება ტერიტორია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძესთან ერთად ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, ისნის რაიონის გამგებელი აკაკი ხლაბუსტოვი, პარლამენტში ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი და საკრებულოს დეპუტატები იმყოდებოდნენ.
мир
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати