USD 2.7311
EUR 3.1186
RUB 3.4561
Тбилиси
ისანში ორი ახალი სკვერი მოეწყო
дата:  321
ისნის რაიონის გამგეობამ ორ მისამართზე - გვენცაძის ქუჩის N32-ისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N17-ის მიმდებარედ გასართობი და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა დაასრულა.
სამუშაოების შედეგად, 8215 კვ.მ. ფართობზე დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, განთავსდა საბაღე სკამები და ურნები, მოეწყო ახალი ლედ განათება და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 1 346 971 ლარი დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი რჩეულიშვილმა, პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати