USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
Тбилиси
ირმა ინაშვილი: ჩვენ უნდა მოვძებნოთ სამართლიანი გამოსავალი, მისაღები აფხაზებისთვის, მისაღები ოსებისთვის, მისაღები ყველასათვის!
дата:  567

დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც მისი და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას აფხაზეთში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პატრიოტების" ლიდერებმა ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს.

"მინდა გაცნობოთ, რომ 18 აგვისტოს, გასულ სამშაბათს, მე, ირმა ინაშვილი, და გიორგი ლომია ნამდვილად გახლდით აფხაზეთში. ამთავითვე აღვნიშნავ, რომ ამ ვიზიტის ორგანიზატორი გახლდათ ბატონი დავით თარხან-მოურავი, რომელმაც თავისი პირადი კონტაქტებით, მოსკოვში თავისი მეგობრების ხელშეწყობით უზრუნველჰყო ეს ვიზიტი.

ცხადია, მნიშვნელობა აქვს ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, ზოგადად "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოზიციასაც, რაც საჯაროდ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველომ უნდა გამოაცხადოს ავსტრია-შვეიცარია-ფინეთის ტიპის სამხედრო ნეიტრალიტეტი. საქართველომ კონსტიტუციის დონეზე და გაეროს დონეზე უნდა აღიაროს როგორც სამხედრო ნეიტრალიტეტი, ასევე ძალის გამოუყენებლობის პრინციპი და ცხადია, საქართველომ არასოდეს არ უნდა გამოიყენოს ძალა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში.

27 წლის თავზე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ტრაგიკული რეალობა, რომ ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ ერთმანეთი! ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამი თაობა გაიზარდა გაუცხოებასა და მტრობაში და ჩვენ არც ვფიქრობთ და არც ვეძებთ ამ ვითარებიდან გამოსავალს. მთავარი, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ: ჩვენ უნდა მოვძებნოთ სამართლიანი, ხაზგასმით ვამბობ, სამართლიანი გამოსავალი, მისაღები აფხაზებისთვის, მისაღები ოსებისთვის, მისაღები ყველასათვის!

საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ 1,200,000-ზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ. დღეისათვის 840,000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი გვაქვს ხელთ, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტს სურს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან. მიგვაჩნია, რომ ჩატეხილი ხიდების აღდგენა და შერიგება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი დიალოგის ფორმატში: თბილისი-სოხუმი-ცხინვალი-მოსკოვი. სწორედ ამ ფორმატში უნდა გადაიჭრას არაერთი ჰუმანიტარული საკითხი, რომელიც გზას გაუხსნის სპორტს, გზას გაუხსნის ხელოვნებას, გზას გაუხსნის მეცნიერებას. ამ ფორმატმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალი თაობების დაახლოებას საერთო ფასეულობების საფუძველზე და არა გაუცხოებასა და შუღლის გაღვივებას.

ჩვენ ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ჩვენს საკანონმდებლო ბაზას და დავადგეთ ცვლილებების გზას, რათა ჩვენი მიდგომებისა და კანონების სულისკვეთება არ აღრმავებდეს უფსკრულს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის, რისი ნათელი მაგალითიცაა ოკუპირებულ ტერიტორიათა შესახებ კანონი. მინდა შეგახსენოთ, რა დიდი ბრძოლა გავწიეთ პარლამენტში ამ კანონის არაადეკვატურ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ ისაა, რომ ახლა საზღვრის გადაკვეთის გამო, პირდაპირ ციხეში აღარ ჩაგსვამენ და პირველ ჯერზე მხოლოდ გაჯარიმებენ.

რაც შეგვეხება მე და გიორგი ლომიას, ჩვენი ჩასვლა აფხაზეთში კერძო ხასიათს ატარებდა. ჩვენ ჩავაბრძანეთ ღვთისმშობლის ხატი ილორის ტაძარში. ამ ხატზე მოწყალე ღვთისმშობელია გამოსახული, რომელსაც გვერდს უმშვენებენ წმინდა ევსტათი პლაკიდა და წმინდა ევსტათი აფსილი - აფხაზთ მფარველი.

მინდა მივმართო ჩემს აფხაზ დებს და ძმებს:

Анцәа ҳиҳәоитари аныха ҳара иаҳнаҭарц аинаалара - მოწყალე ღვთისმშობელი იყოს ჩვენი დიდი შერიგების საწინდარი.

არანაირი ოფიციალური, საჯარო და მით უფრო საიდუმლო შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ ყოფილა. არანაირი პოლიტიკა არ ყოფილა".

(R)

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати