USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
ირმა ინაშვილი - ოცნებამ, უმჯობესია, საკუთარ რუსულ იმიჯზე იფიქროს
дата:  1951
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე "ქართულ ოცნებას" რუსულ იმიჯში ადანაშაულებს:
 
"არჩევნების წინ "ქართული ოცნება", ვატყობ, გულმოდგინედ ცდილობს პოლიტიკური პარტიების დახარისხებას, სხვადასხვა მიმართულების პარტიებად და ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ჩვენ-საქართველოს პატრიოტები, თურმე, პრორუსული პარტია ვართ. არადა, თავად "ქართული ოცნება" დიდიხანია ცნობილ კრიმინალურ- პოლიტიკურ ჯგუფებს გამოცხადებული ჰყავთ რუსეთის აგენტ ხელისუფლებად და ამაზე სენატორების, კონგრესმენების, თუ რიგი ევროდეპუტატების განცხადებებიც მეტყველებს.
 
ამიტომ ვიდრე "ქართული ოცნება" იმას ჯახირობს, როგორ დაგვაბრალოს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანა, უმჯობესია საკუთარ, რუსულ იმიჯზე იფიქროს და, სხვათა შორის, კონტაქტებზეც. ჯერ ამ პოსტით დავიწყებ."
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати