USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
ირმა ინაშვილი - ჩვენი სიის შემადგენლობის ბიზნესნაწილი, არცერთი არ არის პარტიის წევრი.
თარიღი:  1143

ძალიან უცნაურია და ამავდროულად, უკანონობაცაა, გამოყო მაინცდამაინც 3 დეპუტატის საკითხი და ცალკე გაიტანო კომიტეტის სხდომაზე და შემდგომ პლენარულ სხდომაზე, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ირმა ინაშვილისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რიგგარეშე სესიამდე, ხვალ კომიტეტის სხდომაზე პირველ რიგში „პატრიოტთა ალიანსის“ მხოლოდ 3 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა.ინაშვილის თქმით, ეს ეჭვებს ქმნის, თუ რა მეთოდებით მოქმედებს „ქართული ოცნება“.

„ჩვენზე ადრე განცხადებები სხვა პარტიების წარმომადგენლებმა შეიტანეს. განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მე, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს შევიტანეთ. ძალიან უცნაურია და ამავდროულად არის უკანონობაც, გამოყო მაინც და მაინც 3 დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი და ცალკე გაიტანო კომიტეტის სხდომაზე და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე. ყველა ასეთი განცხადებები ერთად უნდა განეხილათ.

ჩვენი სიის შემადგენლობის ბიზნესნაწილი, არცერთი არ არის პარტიის წევრი. ბატონი ფრიდონ ინჯიაა ერთადერთი პარტიის წევრი, რომელსაც არჩევანის გაკეთება მოუწევს - თუ შევა ამ პარლამენტში ბატონი ფრიდონი, პარტიის დატოვება მოუწევს. თუ არ შევა პარლამენტში, ჩვენს პარტიაში დარჩება“, - განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ზილფიმიანი ღია წერილში წერს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის