USD 2.7085
EUR 3.1462
RUB 3.3432
Тбилиси
ირანში უპრეცედენტო გვალვასთან გასამკლავებლად ღრუბლების დათესვა დაიწყეს
дата:  

ირანის ხელისუფლებამ უპრეცედენტო გვალვის ფონზე ღრუბლების დათესვის პროცესი დაიწყო, რა დროსაც წვიმის ხელოვნურად გამოწვევის მიზნით რეაგენტების გაფრქვევა ხდება. კერძოდ, თვითმფრინავიდან ან მიწიდან ღრუბლებში ვერცხლისა ან კალიუმის იოდიდი შეჰყავთ, რაც წყლის ორთქლის კონდენსაციას და შემდგომში ნალექის მოსვლას აჩქარებს.

შაბათს, ეს პროცესი მარილიანი ურმიის ტბის თავზე განხორციელდა, შემდეგ პროცესი აზერბაიჯანთან საზღვარზე მდებარე პროვინციებში გაგრძელდება.

ირანის მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, წელს ქვეყანაში ნალექის რაოდენობა მრავალწლიან საშუალო მაჩვენებელზე 89%-ით ნაკლებია.

დედაქალაქ თეირანში, სადაც 9 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წყალსაცავებში მარაგი 10%-ზე დაბალია. ხელისუფლება არ გამორიცხავს წყლის მიწოდების შეზღუდვას, ხოლო პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა არც მოსახლეობის ევაკუაცია გამორიცხა.

голосование
Кстати