USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ირანში სამხედრო კამპანიის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა
თარიღი:  1167

ირანში ხუთკვირიანი სამხედრო კამპანიის განმავლობაში 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანში ომის დაწყების დღიდან დღემდე აშშ-ის სახმელეთო სარდლობის 247 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების 63-მა მოსამსახურემ.

გარდა ამისა, როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, დაშავებულთა შორის არიან საზღვაო ქვეითები, სულ 19 ადამიანი. საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობის 36 ადამიანიც დაიჭრა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის