USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ირანში ქვიშის ქარიშხლის შედეგად 733 ადამიანი დაშავდა
Date:  3757

ირანის პროვინცია სისტანი და ბელუჯისტანში ქვიშის ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 733 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სისტანი და ბელუჯისტანის ხუთ ქალაქში: ზაბოლში, ზააკში, ხამონში, ხირმანდსა და ნიმრუზში ქარიშხლების ახალი ტალღის შემდეგ საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებს 733-მა ადამიანმა მიმართა", - აცხადებენ სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს სუნთქვის, გულის და თვალების პრობლემები დაუდგინდათ. 733 დაშავებულიდან 58 ამ დროისთვის კვლავ ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენები კი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way