USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 2000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს - 36 ადამიანი დაიღუპა
თარიღი:  652

ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 2000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“ - და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ცნობით, ირანში დემონსტრაციები 31 პროვინციიდან 27-ში მიმდინარეობს და უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა.

ასევე, HRANA-ს ინფორმაციით, დემონსტრაციებზე შეტაკებების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ირანის ხელისუფლების განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად უსაფრთხოების ძალების, სულ მცირე, ორი წევრი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო.

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, თუ ირანის ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და დახოცავს, შეერთებული შტატები მათ დაეხმარება.

„თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, რაც მათი ჩვეულებაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ საშველად მივა. მზად ვართ წასასვლელად“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის