ირანში ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა. საუბარია ყოფილ დეპუტატ ზოჰრე ელაჰიანზე, რომელმაც სლოგანად „ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა და ჯანსაღი საზოგადოება“ აირჩია.
დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორისაა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყოფილი მეთაური, აშშ-ის მიერ სანქცირებული ვაჰიდ ჰაღანიანი, ირანის მეჯლისის ყოფილი სპიკერი ალი ლარიჯანი, ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი აბდოლნასერ ჰემატი, თეირანის მერი ალირეზა ზაქანი და სხვები.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. არჩევნებზე დაშვებულ კანდიდატთა სია კი 11 ივნისს გამოქვეყნდება.

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.