USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ირანსა და ავღანეთს შორის, წყლის რესურსების განაწილების გამო, დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება
თარიღი:  724
ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს ირან-ავღანეთის საზღვარზე, ნიმრუზის პროვინციის სადავო ზონებში, თავდაპირველად, კონფლიქტი დაიწყო წყლის რესურსების განაწილების გამო, რასაც ადგილზე ხელჩართული დაპირისპირება მოჰყვა ავღანელებსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის.
 
1973 წლის შეთანხმების მიხედვით, ავღანეთს ვალდებულება აქვს ნაკისრი, წლიურად ირანს მიაწოდოს 850 მილიონი წყალი ავღანეთის ყველაზე გრძელი მდინარე ჰელმანდიდან, რომელიც ჰამუნის ტბას ამარაგებს წყლით. ირანმა ავღანეთს ბრალი დასდო, რომ არ ასრულებს შეთანხმების პირობებს, რასაც ქაბული უარყოფს.
 
ირანელმა მესაზღვრეებმა, ადგილობრივებთან ერთად გაყარეს ავღანელები, საპასუხოდ, თალიბანის მებრძოლებმა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების და ბუქსირებადი ჰაუბუცების გამოყენებით დაბომბეს ირანის სასაზღვრო ძალების გამშვები პუნქტები და დაიწყეს სახმელეთო შეტევა მათ ასაღებად, ირანულ სასაზღვრო პუნქტებზე თავდასხმას, 2-3 ირანელი მესაზღვრე ემსხვერპლა.
 
შესაბამისად, ირანული მხრიდან მიღებულ იქნა თალიბანური საცეცხლე პოზიციების ჩახშობის გადაწყვეტილება, რომელშიც ჩაერთო ირანული ავიაცია და არტილერია, რამდენიმე საათიანი მასშტაბური დაბომბვების შედეგად თალიბანის მებრძოლებმა სასაზღვრო ზონიდან უკან დაიხიეს, თუმცა ძალების დაგროვება დაიწყეს მიმდებარე რაიონებში.
 
ადგილზე გამოჩნდა, თალიბანელთა ამერიკული და საბჭოთა ჯავშანტექნიკა და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, ხოლო ძალების მეთაურად თალიბანის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ეთნიკურად ტაჯიკი აბდულჰამიდ ხორასანამი მოგვევლინა, იგივე ნასერ ბადრი, რომელმაც საგანგებო ვიდეომიმართვით გააფრთხილა ირანი, რომ იგი აპირებს ირანელებს „მეტი შემართებით“ შეებრძოლოს, ვიდრე ისინი იბრძოდნენ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ. ხორასანამის თქმით, ირანს დაპყრობილი აქვს ავღანეთის ისტორიული მიწები და თუ კი იქნება ბრძანება თალიბანის ხელმძღვანელობიდან, ისინი უმალ გაათავისუფლებენ მათ ტერიტორიებს.
 
ადგილზე შექმნილი ესკალაციის ფონზე, ირგკ-ის ძალების სამხრეთ სარდლობამ სასაზღვრო ზონაში მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოსცა და დაიწყო ძალების ავღანეთის საზღვარზე თავმოყრა
 
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის