USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირანმა ისრაელის ტერიტორია დაბომბა - „ცაჰალის“ განცხადებით ამჟამად ირანის მხრიდან ისრაელისთვის დამატებითი საფრთხე არ არის გამოვლენილი
თარიღი:  913

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, საჰაერო თავდასხმის სირენები ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ისმის.

ზოგიერთი მედიასაშუალების თანახმად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი ჩამოგდების ვიდეოები უკვე ვრცელდება სოციალურ ქსელებში.

აშშ-ის თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა “განიხილეს აშშ-ის მზადებების სტატუსი, რათა დაეხმარონ ისრაელს ამ თავდასხმებისგან დაცვაში და რეგიონში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაიცვან.”

ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ამჟამად ირანის მხრიდან ისრაელისთვის დამატებითი საფრთხე არ არის გამოვლენილი.

„ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ სარაკეტო თავდასხმას შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ“, - აღნიშნა „ცაჰალის“ სპიკერმა.

მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ თავშესაფრები ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ირანის კანონიერი, რაციონალური და ლეგიტიმური პასუხი სიონისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტებზე სათანადოდ განხორციელდა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.

 
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის