USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ირანის საზღვარზე ასტარის ტერმინალის გახსნით აზერბაიჯანი ლოგისტუკურ შესაძლებლობებს ზრდის
Date:  141

აზერბაიჯანი სატრანსპორტო სფეროში საკუთარი თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შედეგად, ინტენსიურად ავითარებს ქვეყნის სატრანსპორტო – ლოგისტიკურ შესაძლებლობებს.

ალიათის ნავსადგურში საკონტეინერო სიმძლავრეების გაფართოების შესახებ, ანალიტიკაში ვამახვილებდით ყურადღებას.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი როგორც ჩრდილოეთ – სამხეთის, რუსეთ – ირანის დამაკავშირებელი დერეფნის, ასევე აღმოსავლეთ – დასავლეთის, შუა დერეფნის საკვნძო მოთამაშეა.

ბოლო პერიოდში, გეგმაზომიერი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების შედეგად, აზერბაიჯანი  ორი მსხვილი ტვირთნაკადის გზაჯვარედინზე ლოგისტიკური შესაძლებლობების სახელმწიფოდ ყალიბდება.

საკუთარი ლოგისტიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენების საუკეთესო მაგალითია, აზერბაიჯან – ირანის საზღვარზე, აზერბაიჯანის ფინანსური სახრებით  ასტარის ტერმინალის მშენებლობის პროექტი.

მიმდინარე ეტაპზე ასტარის ტერმინალი ჩრდილოეთ – სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.

მშენებლობა აზერბაიჯანის რკინიგზის ფინანსებით განხორციელდა, სადღეისოდ საპროექტო სამუშაოების 85 %, ხოლო სამშენებლო – სამონტაჟო სამუშაოების 72 % დასრულებულია.

აზერბაიჯანის ასტარის სადგურიდან ირანის საზღვრამდე 8.3 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზია გავანილი. რკინიგზის ამ მონაკვეთზე მდინარე ასტარჩაიზე დაგეგმილი შვიდი ხიდიდან ერთი სრულად მზადაა, დანარჩენები კი დასკვნით ეტაპზეა.

ასტარის ტერმინალის მშენებლობა  2017 წელს დაიწყო, აზერბაიჯანისა და ირანის მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე. მშენებლობა მიმდინარეობს ირანის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 1.4 კმ მანძილის დაშორებით, აზერბაიჯანის მიერ 25 წლით არენდირებულ ტერიტორიაზე.  

ასტარის ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობდა, შესაბამისად ტვირთბრუნვის მაჩვენებლებიც პერიოდულად იზრდებოდა, თუ საწყის 2018 წელს ტერმინალზე 264 ათასი ტონა იქნა გადამუშავებული, 2019 წელს ტვირთბრუნვამ 364 ათასი ტონა შეადგინა, მომდევნო წლებში ზრდა უფრო შესამჩნევი გახდა, კერძოდ  2023 წელს ტერმინალზე – 692 ათასი ტონა ტვირთის დამუშავება განხორციელდება, 2024 წელს მოცულობა  814  ათას ტონამდე გაიზარდა.

ასტარის ტერმინალზე ძირითადად ორი სახეობის ტვირთები მუშავდება, ხე-ტყე და მარცვლეული, რომელიც საერთო ტვირთბრუნვის 40%  და 35% ს შეადგენს.

2025 წლის პირველ კვარტალში ყაზახეთის რკინიგზით აქტაუს და კურიკის ნავსადგურების გამოყენებით, ექსპორტირებული იქნა 2.8 მლნ ტონა მარცვლეული, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში სარეკორდო  მაჩვენებელია. ექსპორტირებული მარცლეულის 70 % ირანის მიმართულებით იქნა გადაზიდული.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა 3.5 მლნ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გაამყარება  ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის განვითარებაში  აზერბაიჯანის პოზიციებს.

ასტარის ტერმინალის გამტარუნარიანობის სრულად ასათვისებლად, ასტარის ტერმინალის პარალელურად აზერბაიჯანი ალიათის ნავსადგურიდან – ასტარამდე ინტენსიურად ანვითარებს სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას. სარკინიგზო პროექტის  ღირებულება 1.1 მილიარდ დოლარს უტოლდება.

პროექტის განხორციელება 2024 წელს დაიწყო, 245 კმ რკინიგზის მოდერნიზაცია 4 ეტაპად ხორციელდება მაგისტრალის დასრულება 2028 წლისთვისაა ნავარაუდები.

ორივე სატრანსპორტო რგოლის ექსპლუატაციაში შეყვანით, აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიაზე სრულფასოვნად შეძლებს რუსეთ – აზერბაიჯან – ირანი – ინდოეთის სატრანსპორტო დერეფნის კარკასის ჩამოყალიბებას.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარე სატრანსპორო ობიექტების სამშენებლო “ბუმის” საპირწონეთ  საქართველოს მონაკვეთზე სტაგნაციური პროცესების შედარება, გავძლევს გავაკეთოდ მკაფიო დასკვნა,  რომ საინვესტიციო რესურების გარეშე, ახლო მომავალში საქართველო შუა დერეფნის “ვიწრო” ადგილად წარმოჩინდება.

დასკვნის სახით – ბოლო პერიოდში, გეგმაზომიერი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების შედეგად, აზერბაიჯანი ორი დერეფნის გზაჯვარედინზე, რეგიონში ძირითად – საკვანძო ლოგისტიკურ სახელმწიფოდ ყალიბდება.#

წყარო:https://transcor.ge/

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way