USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ირანის საგარეო უწყება: ამერიკა მალე ირანელი ერის წინაშე მუხლებზე დაიჩოქებს
Date:  380

აშშ-ის პოლიტიკა მალე იმით დასრულდება, რომ ამერიკას ირანის წინაშე მუხლებზე დადგომა მოუწევს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ.

„მივმართავ აშშ-ს. მალე ირანელი ერის წინაშე მუხლებზე დაიჩოქებთ. აშშ-ის მთავრობა როგორც საკუთარ, ასევე უცხოელ ხალხზე კისერზე მიჭერის პოლიტიკას აწარმოებს. შედეგად არა ირანის კისერი, არამედ ამერიკის მუხლია გადამტვრეული“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ 10 ივნისს ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ს წლების განმავლობაში ირანის ყელზე მუხლი ჰქონდა მიჭერილი, თუმცა ირანმა ამერიკას მუხლი გადაუტეხა.

„ჩვენმა ძვირფასმა ერმა ამერიკას მუხლი გადაუტეხა ერთიანობით და ახლა ამერიკას ირანელ ერზე მისაჭერი მუხლი აღარ აქვს“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ირანზე უკიდურესი ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა ირანმა ამ ზეწოლას თავი დააღწია.

„აშშ-ის მთავრობა დისკრედიტირებულია. კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-მა სშინელი შედეგები აჩვენა. ამერიკამ ჩვენს ქვეყანას ყელზე მუხლი დააჭირა, თუმცა ჩვენმა ძვირფასმა ერმა ეს მუხლი გადაუტეხა აშშ-ს და ეს ჩვენი ერთიანობის წყალობით მოხდა“, - აღნიშნა ჰასან როუჰანიმ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way