USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ირანის საგარეო უწყება - ვგმობთ დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელ გეგმას ღაზას სექტორთან დაკავშირებით
თარიღი:  679

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა ღაზას სექტორთან დაკავშირებით შოკისმომგვრელია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაქაიმ განაცხადა.

„ღაზას გაწმენდის და პალესტინელი ხალხის მეზობელ ქვეყნებში იძულებით გადასახლების გეგმას პალესტინელი ერის სრული განადგურების მიზნით სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) მიზანმიმართული გეგმის გაგრძელებად განვიხილავთ, უარვყოფთ და ვგმობთ“, - აღნიშნა ბაქაიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის