USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ირანის რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს - ისრაელი
Date:  

ისრაელი მზადაა, ლიბანის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, თუ დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას გააგრძელებს, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გაერო-ში ირანის მისიის განცხადებას, რომ თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, განადგურების ომი დაიწყება.

“დღეს ირანი იმუქრება ისრაელის განადგურებით, თუ ისრაელი სრულად უპასუხებს “ჰეზბოლას” თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანისთვის ნათელია: თუ „ჰეზბოლა“ არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დატოვებს სამხრეთ ლიბანს, ჩვენ ვიმოქმედებთ მის წინააღმდეგ მთელი ძალით, სანამ უსაფრთხოება არ აღდგება და მოსახლეობა საკუთარ სახლებში არ დაბრუნდება“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, „რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს“.

ცნობისთვის, ლიბანზე თავდასხმის შემთხვევაში ირანი ისრაელს „განადგურების ომით“ დაემუქრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას განახორციელებს, დაიწყება განადგურების ომი. ყველა ვარიანტი, მათ შორის წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართვა, მაგიდაზეა“, - განაცხადა გაერო-ში ირანის წარმომადგენლობამ.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way