USD 2.6778
EUR 3.1692
RUB 3.5090
თბილისი
ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს, საპრეზიდენტო არჩევნები კი 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს
თარიღი:  805

ირანის მთავრობის საგანგებო სხდომას, რომელიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიმართა, ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ მოხბერიმ უხელმძღვანელა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის და ირანელ ერს და განაცხადა, რომ მუშაობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, მინისტრებმა ასევე პატივი მიაგეს გარდაცვლილ პრეზიდენტს და მის „დაუღალავ ძალისხმევას“.

BBC-ი წერს, რომ ირანის კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები ავადმყოფობის, სიკვდილის ან იმპიჩმენტის და პარლამენტის მიერ გადაყენების გამო, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს - ამ შემთხვევაში მოჰამედ მოხბერს - ევალება მართოს ქვეყანა და პარლამენტის ხელმძღვანელებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად ზედამხედველობა გაუწიოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნებს ჩატარებას მაქსიმუმ 50 დღის განმავლობაში. თუმცა, ეს მხოლოდ უზენაესი ლიდერის დასტურის შემდეგ უნდა მოხდეს, რომლის სიტყვაც გადამწყვეტია ყველა სახელმწიფო საკითხზე.

მსოფლიო
Axios: აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჟენევაში დასრულდა

ამერიკისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ინფორმაციას ადასტურებენ ამერიკელი ჩინოვნიკებიც. დელეგაციები მოლაპარაკებების ადგილს უკვე ტოვებენ.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო. რა შედეგებით დასრულდა შეხვედრა, უცნობია.

ცნობისთვის, აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ირანულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენდა. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, ჯარედ კუშნერი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის