USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
ირანი ჰორმუზის სრუტეს კეტავს
თარიღი:  349

ირანის სამხედრო სარდლობა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გეგმავს. მიზეზად ისრაელის მიერ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის "მუდმივი" დარღვევა და აშშ-ის მიერ ომის დასრულების შესახებ წინასწარი შეთანხმების პირველი პუნქტის "შეუსრულებლობა" სახელდება.

"ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოვლენილი არაკეთილსინდისიერების, ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევისა და ომის დასრულების შესახებ მემორანდუმის პირველი მუხლის შეუსრულებლობის გათვალისწინებით, ასევე სამხრეთ ლიბანში სიონისტური რეჟიმის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უწყვეტი და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე გემების გადაადგილებისთვის დაიკეტება", - ნათქვამია ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის ცენტრალური შტაბის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო მაუწყებელი IRIB ავრცელებს.

ომამდე სრუტის საშუალებით გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი გადაიზიდებოდა. თუმცა, თებერვალში ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, თეირანმა სრუტე ფაქტობრივად ჩაკეტა, რამაც ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მიმდინარე კვირის დასაწყისში ფასებმა კლება დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საომარი მოქმედებების დასრულებისა და სრუტის გახსნის შესახებ.

საზოგადოება
2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს 10:00 საათიდან შეეძლებათ.

გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარმოდგენა. საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო.

ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების გარეშე.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია online.naec.ge -ს ოფიციალურ ვებგვერდზე. ბარათის ამობეჭდვა ნებისმიერ დროს, მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაშია შესაძლებელი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის