USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ირანი, გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, კვლავ შურისძიებით იმუქრება
თარიღი:  1212

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაური გენერალ-მაიორი ჰუსეინ სალამი აცხადებს, რომ ირანის მუქარა გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ სერიოზული და სარწმუნოა.

„ეს მუქარა სერიოზულია და ამას საქმით დავამტკიცებთ,“- აღნიშნა სალამიმ, თუმცა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის სამიზნე აფრიკაში აშშ-ს ელჩია.

„ფიქრობთ, რომ ჩვენი მოკლული ძმის სისხლის გამო შურს ქალ ელჩზე ვიძიებთ? ჩვენი სამიზნე ისინი იქნებიან, ვინც ამ დიდებული კაცის მოწამეობრივ აღსასრულში პირდაპირი ან არაპირდაპირი როლი ითამაშა,“- აღნიშნა ჰუსეინ სალამიმ.

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის „ყუდსის ძალები“ მეთაური ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის