USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ირანი აშშ-ს ირანული გემის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებს
თარიღი:  467

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ძალების მიერ ირანული სატვირთო გემის, Touska-ს დაკავებას გმობს და აშშ-ს გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟის წევრებისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეჭვგარეშეა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ირანის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად და მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დასაცავად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„ასევე ნათელია, რომ რეგიონში შემდგომი ესკალაციის სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეგიონში შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირას აშშ-ის საზღვაო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი მას შემდეგ, რაც მან ომანის ყურეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა.

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის