USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
ირანი - ისრაელისა და აშშ-ს მხარდაჭერილმა ელემენტებმა დღეს ქერმანში ტერორისტული აფეთქებები განახორციელეს
Date:  412

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ისმაილ ყაანი აცხადებს, რომ ისრაელისა და აშშ-ს მხარდაჭერილმა ელემენტებმა დღეს ქერმანში ტერორისტული აფეთქებები განახორციელეს. მან დასძინა, რომ „დადგება დღე, როდესაც აშშ-ს მოუწევს ისრაელის მხარდაჭერის შედეგების წინაშე დადგეს უფრო მეტად, ვიდრე დღეს“.

ბოლო მონაცემებით, ქერმანში განხორციელებული აფეთქებების შედეგად, 201 ირანის მოქალაქე დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

როგორც ირანის შს მინისტრი აჰმად ვაჰიდი აცხადებს, ირანის უზანაესი ლიდერის მიერ, სამხედრო და უსაფრთხოების უწყებებისადმი გაიცა ბრძანება, დაუყოვნებლივი და უმკაცრესი ზომები იქნას მიღებული ტერორისტული აქტის ჩამდენების დასასჯელად.

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way