USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ირანი - ჰანიე მცირე მანძილზე მოქმედების ჭურვის აფეთქებამ იმსხვერპლა
дата:  477

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე მცირე მანძილზე მოქმედების ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის თქმით, ჭურვი ჰანიეს ოთახის გვერდით იყო დამონტაჟებული, ხოლო მისი ქობინი შვიდ კილოგრამს იწონიდა.

თეირანის შურისძიება იქნება „უმოწყალო და ის მოხდება შესაფერის დროს, ადგილას და ვითარებაში“, - ციტირებს სააგენტო გუშაგთა კორპუსის განცხადებას. მომხდარში ირანული მხარე ისრაელს ადანაშაულებს.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати