USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
ირანელი დიპლომატი კორონავირუსით დაიღუპა
თარიღი:  1257

ირანელი დიპლომატი, ჰესეინ შეიხოლესლამი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი და ელჩი სირიაში კორონავირუსით დაიღუპა. ირანული მედიის ინფორმაციით, 68 წლის დიპლომატი ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, რომელიც 1980 წელს ამერიკის საელჩოს აღებაში მონაწილეობდა.

ცნობისთვის, გუშინდელი მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 107 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინციფირებულთა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის