USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ირანელ სტუდენტ გოგოს, რომელმაც საჯაროდ ტანსაცმელი გაიხადა, ბრალს არ წაუყენებენ, ის ოჯახს დაუბრუნდა
თარიღი:  649

ირანელ სტუდენტ გოგოს, რომელმაც ნოემბრის დასაწყისში საჯაროდ ტანსაცმელი გაიხადა, ბრალს არ წაუყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ირანის სასამართლოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასამართლოს ინფორმაციით, ახალგაზრდამ საავადმყოფოში მკურნალობა გაიარა და ოჯახს დაუბრუნდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ იყო ავად, ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე არ აღძრულა“, - განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა, ასგჰარ ჯაჰანგირმა.

3 ნოემბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალმა, აჰოო დარიაეიმ უნივერსიტეტის კამპუსში ტანსაცმელი გაიხადა, რის შემდეგაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მან პროტესტის ნიშნად გააკეთა.

მანამდე ის უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაადანაშაულეს, რასაც გოგონას პროტესტი მოჰყვა. მაშინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტუდენტი „ავად არის“ და გადაყვანილია ფსიქიატრიულ განყოფილებაში.

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის