ირანელ სტუდენტ გოგოს, რომელმაც ნოემბრის დასაწყისში საჯაროდ ტანსაცმელი გაიხადა, ბრალს არ წაუყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ირანის სასამართლოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლოს ინფორმაციით, ახალგაზრდამ საავადმყოფოში მკურნალობა გაიარა და ოჯახს დაუბრუნდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ იყო ავად, ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე არ აღძრულა“, - განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა, ასგჰარ ჯაჰანგირმა.
3 ნოემბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალმა, აჰოო დარიაეიმ უნივერსიტეტის კამპუსში ტანსაცმელი გაიხადა, რის შემდეგაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მან პროტესტის ნიშნად გააკეთა.
მანამდე ის უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაადანაშაულეს, რასაც გოგონას პროტესტი მოჰყვა. მაშინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტუდენტი „ავად არის“ და გადაყვანილია ფსიქიატრიულ განყოფილებაში.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.