USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ირაკლი ჟვანია - ვაკის პარკში ტრაგედია არ მოხდებოდა, ოდნავ განათლებული ხალხი რომ ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული
თარიღი:  464

კომპანია „თბილისის შადრევნების” დამფუძნებელი, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თავის საბოლოო პოზიციას აფიქსირებს.

"შადრევანზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინდა ერთი აზრიც გაგიზიაროთ და ამითი მოვრჩეთ...
ერთმა-ორმა ჩემი ინფორმაციები, რომელიც ეხებოდა ამ ფაქტს, შეაფასა რევანშისტულ გამოსვლად, ერთმა-ორმა ნაკლებად ჭკვიანმაც ალბათ ისიც იფიქრა, არ მისცეს გასაკეთებლად და იმიტომ ხმაურობსო...
 
მინდა განვმარტო: ამ ინფორმაციების მიწოდება საზოგადოებაზე მხოლოდ იმიტომ ვიფიქრე, რომ ამეხსნა - ეს ტრაგედია შეიძლებოდა არ მომხდარიყო.
 
უბედური შემთხვევა ქვია ისეთ ფაქტს, რომელიც მართლაც და მოწმენდილ ადგილას ხდება. უბედური შემთხვევაა როდესაც ქუჩაში თავში აგური დაგეცემა, ან ელექტრო კაბელს ქარი მოწყვიტავს და დენი დაარტყამს ადამიანს. მაგრამ როდესაც რაღაცას აკეთებ ისე რომ წინაპირობას ქმნი რომ ასეთი რამ მოხდეს, ეს სხვა რამეა. ვიღაცა იტყვის, რა იყო წინაპირობა, რა, დენი სხვაგან არ გადასულა და ტრაგედია არ მომხდარაო...გადასულა. ტექნიკური აპარატურა ისეთი რამეა, შეიძლება გაფუჭდეს, ბევრად სერიოზული აპარატურა გამოსულა მწყობრიდან ვიდრე ის რელე.
 
აქ საქმე არა რელეშია, არამედ იმაში, რომ ამ შადრევანში ბავშვების ჩასვლა კატეგორიულად არ შეიძლებოდა და ეს ფაქტორი დაიკიდეს იმათმა, ვინც მოხსნა მოაჯირი და ჩასვლის უფლება მისცა ბავშვებს. აქაც მომიწევს შედარების მოყვანა, რამდენიც არ უნდა არ მოეწონოთ ინტრიგანებს : ჩვენამდე მაგ შადრევანს უვლიდა სხვა კომპანია, 2014-15წწ უკვე ჩვენ ჯერ შევაკეთეთ, შემდეგ ორი წელი ვუვლიდით. მთელი დღის განმავლიბაში გვეყენა მომვლელი ბატონი თემური რომელიც აკონტროლებდა რომ წყალთან არავინ არ მისულიყო ახლოსაც კი. როდესაც აუზს ვრეცხავდით, წყალს ჯერ ვცლიდით და ისე შედიოდნენ ჩვენები აუზში. და ეს მიუხედავათ იმისა რომ ტუმბოები ჩვენ მიწაში გვეყენა და დენთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.
 
ამათმა ტუმბოები მიწიდან ამოიღეს, წყალში ჩადეს და თან მოაჯირი მოხსნეს, თავისუფლად შეუშვეს წყალში ბავშვები. ამითი 100% გაზარდეს უბედური შემთხვევის რისკი.
 
არაერთი პოსტი შემხვდა, სადაც ყვიროდნენ რომ შადრევანი იმისაა, რომ იქ იხტუნაოს ვისაც უნდა. არაა ასე. რომში ტრევის შადრევანში გაკარებაც კი 450 ევრო ჯარიმა ღირს. ასეა დიდ შადრევნებში სხვა ქვეყნებში. დუბაიში დიდ შადრევანში ჩასვლაზე უდიდესი ჯარიმაა. ეს სწორეა იმიტომ რომ იქ სადაც ძლიერი ჭავლებია, ბავშვების ჩასვლა არ შეიძლება. გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ვაკის შადრევანში ჩასულ ბავშვს წყლის ჭავლი როგორ ხვდება და ხელს იფარებს. ეს არის ელემენტარული ანა-ბანა, რომელიც უნდა სცოდნოდა იმას, ვინც ეგ შადრევანი "გაალამაზა". ისიც უნდა სცოდნოდა, რომ კაბელები ასე არ უნდა ეყაროს აუზში, რომ შადრევნის ისტორიული იერსახე შუა ნაწილში არ უნდა დაამახინჯო უჟანგავი "ტრუბებით".
 
მოკლედ რომ ვთქვათ,ტუმბოების მიწიდან ამოღებით და აუზში ჩადებით, მოაჯირის და აკრძალვის მოხსნით შექმნეს ის რისკ-ფაქტორი, რამაც ეს ტრაგედია გამოიწვია.
 
ოდნავ განათლებული ხალხი რომ ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული, ეს არ მოხდებოდა.
 
კახა კალაძეს მკვლელი უწოდო იდიოტი უნდა იყო. კალაძეს არც ის ტუმბო ჩაუდგამს იქ და არც ის რელე დაუყენებია. რასაკვირველია ადამიანურად ისევეა განადგურებული როგორც ჩვენ ყველა. ამასთან ერთად კალაძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რატომ ყავს ასეთი ხალხი გარშემო, რატომ გაყარეს მერიიდან ვინც კი რაიმეში ერკვეოდა, რატომ იღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენი სახელით ჩვენი ფულით და ჩვენს ქალაქში ისე, რომ არავის არაფერს არ ეკითხებიან. ეს მგონია რომ სწორი პრეტენზიაა. ეხლა ვიღაცა იფიქრებს, თავის თავზე ამბობსო. არა, ბატონო ინტრიგანო. სხვებზე ვამბობ, ვისაც ჭკუა ეკითხება. ნურც იმას იფიქრებ, ბატონო ინტრიგანო, ამას არ მისცეს და ამდენს იმიტომ ლაპარაკობსო. მე ღმერთმა იმაზე მეტი მომცა, რისი ღირსიც ვიყავი. ამიტომ წყნარად ვარ. უბრალოდ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, 27 წლის ვიყავი პირველი შადრევანი რომ გავაკეთე...ესაა და ეს. და განადგურებული ვარ იმისაგან, რაც მოხდა. თავს ისე ვგრძნობ, გეგონება დამნაშავე ვარ ამ საშინელებაში რაღაცნაირად...
 
ესაა რაც მინდოდა მეთქვა. არც ერთ ტელევიზიაში არ წავსულვარ მიუხედავათ იმისა რომ გახეთქეს ტელეფონი ორი დღეა, პოპულიზმი არ გვინდა. უბრალოდ ემოციები გვაწვება და აქ მაინც ვთქვათ სათქმელი.
ესაა რაც მინდოდა მეთქვა ამ ფაქტზე და დავასრულეთ ამითი."
საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.