USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
ირაკლი უგულავა - მე ვარ კარტოგრაფი - ცდილობენ ჩემს „გაშავებას“, იყენებენ მდაბიო არგუმენტებს, რომ ვარ გიგი უგულავას ძმა
თარიღი:  1945

გეოსაინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი ირაკლი უგულავა, რომელმაც დავით გარეჯის საქმის რუკებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაატარა, განმარტავს, რომ რუკები შესრულებულია ისეთ პროექციაში, რომელშიც არსებული ხარვეზები ამ საქმეში მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა.

„საექსპერტო დასკვნის გაკეთებისთვის ბრალდებულების ადვოკატებმა მომმართეს და მე ამ საკითხზე ჩემი საექსპერტო დასკვნა გავაკეთე. ჩემი მხრიდან ვერდიქტი არის შემდეგი - ამ რუკების გამოყენება იმ მიზნით, რომ მოხდეს მანძილების შეფასება და წერტილების დაშორების ერთმანეთთან შეფასება, მიუღებელია იმის გამო, რომ ისინი შესრულებულია მოძველებულ კარტოგრაფიულ პროექციაში და ამის საშუალებას არ იძლევა. შემოწმება მოხდა შემდეგნაირად - ავიღეთ საკონტროლო წერტილები, ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო ზუსტად რუკაზე აღებულ ანალოგიურ საკონტროლო წერტილებს. გარდა ამისა, არ ემთხვევა რეალურად ადგილზე აღებულ საკონტროლო წერტილებს და ეს არდამთხვევა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის სცდება დასაშვებ ზღვარს.

რუკები შესრულებულია ისეთ პროექციაში, რომ დამახინჯებები ამ საქმეში მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა. რუკები გაკეთებულია ისეთ კარტოგრაფიულ პროექციაში, რომელშიც დარღვეულია მათემატიკური საფუძვლები, დარღვეულია მანძილები უცვლელ ობიექტებს შორის. ანუ, გადამოწმდა საკონტროლო წერტილები და ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო გვიანდელ რუკებს“, - განაცხადა ირაკლი უგულავამ.

მისი თქმით, პრობლემა ის არის, რომ პროკურატურას არ აქვს რეალური საფუძველი ამ ექსპერტიზის დისკრედიტაცია მოახდინოს და ცდილობენ თემა პოლიტიკურ ჭრილში განიხილონ, რომ „ირაკლი უგულავა გუგი უგულავას ძმაა“.

„ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ პროკურორს იურიდიული განათლება აქვს და კანონების ცოდნა ბევრად უფრო მაღალ დონეზე მოეთხოვება, ვიდრე მე. მე კარტოგრაფი, გეოგრაფი ვარ სპეციალობით. მან უნდა იცოდეს, რომ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ლიცენზირებას. კანონში ასე წერია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ამ დასკვნის წინააღმდეგ არსებითი არგუმენტები და ცდილობენ ჩემი პიროვნების „გაშავებას“ და ცუდად წარმოჩენას. იყენებენ ისეთ მდაბიო აგუმენტებს, თითქოს მე ვარ გიგი უგულავას ძმა. რა თქმა უნდა, მე ვარ მისი ძმა, მაგრამ მგონი, ეს არ არის არც დასაძრახი და არც ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციაზე არ მიუთითებს“,-განაცხადა ირაკლი უგულავამ.

მან საკუთარ საქმიანობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ საქმეში 21 - წლიანი გამოცდილება აქვს.

„ჩემი საქმიანობა არის გეოსაინფორმაციო სისტემები და კარტოგრაფია. 21 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. განათლებით ვარ გეოგრაფი და მაქვს გეოგრაფის დიპლომი“,- განმარტა ირაკლი უგულავამ.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გუშინ გამოაცხადა.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებოდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის