USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილის განცხადებაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას
თარიღი:  1313

არავის გაკვირვებია, სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება. პირდაპირ ვიტყოდი, პოლიტიკური ბაქიბუქი. ის არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მიერ. სააკაშვილი წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და საჯარო მოხელეა. შესაბამისად, როცა ის საუბრობს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე, თავისთავად ცხადია ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს და მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს.

„მის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ეს ყველაფერი აგებულია მის ტყუილებზე, ბაქიბუქზე, მისი მხარდამჭერების მობილიზაციაზე, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს. საკითხი დგას სხვანაირად აქ ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის