USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
дата:  603

რიკოთის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პროგრესი განსხვავებულია. ინტენსიური სამუშაოებია 149-ე კმ-თან მდებარე ფერდზეც, სადაც 2023 წელს პოტენციური მეწყრის კერა იქნა აღმოჩენილი. ჩატარდა შესაბამისი კვლევები, მომზადდა საინჟინრო გადაწყვეტა, მოეწყო შემოვლითი გზა, ტენდერის შედეგად გამოვლინდა კვალიფიციური კონტრაქტორი, რომელიც ამჟამად ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოს ასრულებს. მობილიზაციაც და სამუშაოების ტემპიც საკმაოდ მაღალია,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის პირველ - ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

რიკოთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი - ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 3 გვირაბიდან, უკვე გაჭრილია 2 გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 11 ხიდი და სამუშაოები მიმდინარეობს 2 ხიდზე. მათ შორის, გაჭრილია რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელური, 1800 მ სიგრძის გვირაბი, სადაც მიმდინარეობს საბოლოო მოსახვის, სადრენაჟე და საინჟინრო სისტემების მოწყობის სამუშაოები.

მინისტრის თქმით, რიკოთის პირველ მონაკვეთზე, 149-ე კმ-თან მდებარე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების ფარგლებში, იჭრება მიწის მასივები, საფეხურებრივად მუშავდება ფერდი, რის შემდეგაც დაიწყება მისი გამაგრება პროექტის შესაბამისად. ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, აშენდება ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა და დაიწყება ხიდების და სხვა ინფრასტრუქტურული საგზაო ელემენტების მშენებლობა უკვე არსებულ გზაზე.

„დღეს მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვანია როგორც ფერდის სტაბილიზაციისა და პრევენციის თვალსაზრისით, ისე პროექტის განვითარებისთვის. ზოგადად, რიკოთის პირველ მონაკვეთზე არის გამოწვევები, რაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ კონტრაქტორთან ერთად. გაცემულია შესაბამისი გაფრთხილებები და რეკომენდაციები. აუცილებლად უნდა გაიზარდოს სამუშაოების ტემპი პარალელური სამუშაოების წარმოების მიმართულებით“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიურად ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია რიკოთზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად ძალისხმევას წარმოადგენს სწორედ ფერდების, შესაბამისი საპროექტო-საინჟინრო გადაწყვეტებით სტაბილიზაცია.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати