USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
Tbilisi
ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება
Date:  1244

“რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა ნამდვილად საუკუნის პროექტია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის ყველაზე გამომწვევი და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. სამუშაოები ყველა გვირაბზე გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გვაქვს დასრულებული გვირაბები, რომლითაც უკვე ვსარგებლობთ. გვირაბების ნახევარი კი უკვე გაჭრილია და შესაბამისი მოსახვითი სამუშაოები ხორციელდება. ასევე, კარგი პროგრესია ხიდებთან მიმართებაშიც - მიმდინარეობს ყველაზე გრძელი, უნიკალური მეტალის ხიდის მონტაჟი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.

რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.   უკვე გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ.  სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იან მონაკვეთებად. საერთო ჯამში, რიკოთზე დაგეგმილია 52 კმ-მდე გზის, 97 ხიდისა და 51 გვირაბის მშენებლობა.

„ეს გზა მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო დერეფნის თვალსაზრისით, რომელსაც შუა დერეფანი ჰქვია და რომელიც არსებული მოცემულობის და უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება. რა თქმა უნდა, ახალი გზის პირობებში აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება საერთაშორისო გადაზიდვებისთვის და ძალიან მნიშვნელოვან როლს იქონიებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კუთხით,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.  

რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E 60-ის)  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი თანამედროვე სტანდარტის 4 ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზება გაზრდის გზის გამტარუნარიანობასა და სატრანზიტო ტვირთბრუნვას. ამასთან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი, ხოლო მგზავრობის დრო საგრძნობლად შემცირდება. ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების დასაშვები სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way