USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
ირაკლი ქადაგიძე -ასეთი რეზოლუციის შემდეგ თავმოყვარე ხელისუფლება გადადგებოდა
Date:  3722

„ასეთი რეზოლუციის შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება გადადგებოდა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „რედაქტ2“-თან ინტერვიუში ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მოიცავს.

„ასეთი რეზოლუციიის შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება გადადგებოდა, რათა არ გამწვავდეს პოლიტიკური კრიზისი; შეუძლებელია ქვეყანაში, სადაც ჩვენი მთავარი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ასეთი ფორმაციის მმართველობა არის საფრთხე როგორც ქართული დემოკრატიისთვის, ისე საქართველოს მომავლისთვის, ამ ყველფერს შიგნით ცვლილებები არ მოჰყვეს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე აზრით, ხელისუფლების ცვლილება იქნებოდა სიგნალი ევროკავშირისთვის, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახთან დაახლოებას.

„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შანსი და ამავე დროს დიდი საფრთხე, რომ როდესაც ახალი ფარდა ეშვება ევროპაში, არ აღმოვჩნდეთ ფარდის მიღმა რუსეთთან, ბელარუსთან და სირიასთან ერთად პოლიტიკურად სამარცხვინო ოჯახში. ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის ბოლო წერტილი, სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც საქართველოს არაფორმალური მმართველის, სახელისუფლებო პარტიის დამფუძნებლისთვის პერსონალური სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდებს ეროპარლამენტი პარტნიორებს, თან რა მიზეზით - ოპონენტების პოლიტიკური დევნა და კრემლთან სიახლოვე. ეს არის ჩრდილის მიყენება ყველა იმ თაობისთვის, რომელის იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way