USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Tbilisi
ირაკლი მელაშვილი - ვინ არიან ჰუსიტები, რომლებმაც ამერიკულ გემებს ბალისტიკური რაკეტები დაუშინეს
Date:  

რას გვიქადის კრიზისის ახლო აღმოსავლეთში? ვინ არიან ჰუსიტები, რომლებმაც ამერიკულ გემებს ბალისტიკური რაკეტები დაუშინეს ?

ბოლო პერიოდში მსოფლიო რუქაზე ახალი ცხელი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოს პოლიტიკურ - ეკონომიკურ პროცესებზე. ჩვენ ყველამ გაივიგეთ ახალი რადიკალური მოძრაობის სახელი - „ჰუსიტები“, რომლებმაც ფაქტობრივად ჩაკეტეს მსოფლიო ვაჭრობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტერია, წითელ ზღვა და სუეცის არხი. ეს საზღვაო დერეფანი აზია - ევროპას შორის ტვირთების ტრანსპორტირების ძირითადი გზაა და მასზე მსოფლიო ვაჭრობის 15% მოდის. ხუსიტები ესვრიან რაკეტებს სუეცის ყურისკენ მიმავალ ყველა გემს. ამის გამო სავაჭრო ხომალდები ინდოეთის ოკეანიდან ევროპაში მოსახვედრად იძულებულები არიან უკვე აფრიკის შემოვლით იარონ. პრაქტიკულად ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობა დაუბრუნდა 1869 წელს, სუეცის არხის გახსნამდე არსებულ სავაჭრო გზებს. კარგად რომ წარმოვიდგინოთ თუ რას ნიშნავს ეს მსოფლიო ვაჭრობისთვის, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირის და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნები სწორედ წითელი ზღვა- სუეცის არხის გავლით აწარმოებენ საზღვაო ვაჭრობას და ტვირთგადაზიდვებს ინდოეთთან, პასკისტანთან, ჩინეთთან, ინდოჩინეთის ქვეყნებთან , იაპონიასთან, კორეასთან, ინდონეზიასთან, მალაიზიასთან ავსტრალიასთან, ახალი ზელანდიასთან, და კიდევ მრავალ ქვეყანასთან. ამ გზაზე მოდის ახლო აღმოსავლეთიდან ევროპის ნავთობით და თხევადი გაზით მომარაგების ძირითადი წილიც. სწორედ ამ გზაზე მიმავალ გემებს ესვრიან ბალისტიკურ რაკეტებს ხუსიტები და მიუხედავად აშშ-ს და ბრიტანეთი მიერ ჩატარებული საპასუხო საჰაერო დაბომბვებისა, მათ მაინც მოახერხეს და ფქტობრივად შეაჩერეს საერთაშორისო ნაოსნობა ამ რეგიონში.
ორი დღის წინ ხუსიტებმა აშშ-ს ორ სამხედრო გემსაც კი, რომლებიც აცილებდნენ სავაჭო ხომალდებს, გაუხსნეს ცეცხლი, ესროლეს რაკეტები. მართალია ამერიკული გემები არ დაზიანებულა, მაგრამ სავაჭრო ფლოტილია იძულებული გახდა უკან, ადენის სრუტეში დაბრუნებულიყო და აფრიკის შემოვლით წასულიყო ევროპაში. მოკლედ ჰუსიტების ქაქტივობა უზარმაზარ ეკონომიკურ ზარალს აყენებს აზიის და ევროპის უმსხვილეს ეკონომიკურ ცენტრებს.
ვინ არიან ჰუსიტები, რომლებიც არ ერიდებიან ხელთთმანი ესროლონ ამერიკის სამხედრო ძლიერებასაც კი? მართლა ძნელად გასახსენებელია ასეთი თავხედობა, რომ ნეიტრალურ წყლებში მყოფი აშშ-ს სამხედრო ხომალდებისთვის ვინმეს ცეცხლი გაეხსნა, მითუმეტეს ბალისტიკური რაკეტები დაეშინა.
ჰუსიტები იემენში მოქმედი შიიტი ზაიდისტების (Zaydists) გასამხედროებული ჯგუფია. ისინი მიჰყვებიან ზაიდის შიიტურ სკოლას. მოძრაობა, იემენში ჩამოყალიბდა 1990-იანი წლების დასაწყისში, საადას პროვინციაში. მას სათავეში ჩაუდგნენ ალ-ჰუსის ოჯახის წარმომადგენლები. აქედან მოდის მოძრაობის დასახელება - ჰუსიტები. ალ ჰუსის ოჯახი ითვლება წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლებად და ის უდიდესი გავლენით სარგებლობს იემენის არაბთა რესპუბლიკის საადას პროვინციაში. ამ ოჯახის წარმომადგენლებს უკვე საუკუნეებია ამ რეგიონში წამყვანი რელიგიური და პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ. ზაიდებსა შიიტები არაიან, მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ზაიდების რწმენით, მორწმუნეთა იმამი (ლიდერი) შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხალიფა ალის (მისმა მიმდევრებმა დააფუძნეს შიიზმი ხალიფა ალის მოკვლის შემდეგ) შთამომავალი, არამედ ნებისმიერი მუსლიმი.
იემენის მოსახლობს ძირითადი ნაწელი მუსლიმი სუნიტია. ალ ჰუსის ოჯახის წარმომადგენლების მიერ 90-იან წლებში დაწყებული წინააღმდეგობის მოძრაობის მიზანი იყო შეეჩერებინათ სუნიტური დოქტრინის „ვაჰაბიტური“ მიმდინარეობის გავრცელება იემენის ჩრდილოეთ პროვინციებში. 2004 წელს, იემენში მოკლეს ჰუსიტების ლიდერი ჰუსეინ ბადრ ად-დინი. მისი მოკვლის შემდეგ იემენის ზაიდების იმამი ჰუსეინ ალ-ჰუსი გახდა. მან დაადანაშაულა იემენის ხელისუფლება ზაიდების (შიიტების) დისკრიმინაციაში, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობაში და ანტისამთავრობო აჯანყება წამოიწყო. ცენტრალურ ხელისუფლებას მხარს უჭერდა საუდის არაბეთი. მიუხედავად ამისა, ჰუსიტებმა თანდათან დაამყარეს კონტროლი ქვეყნის ზოგიერთ სამხრეთ რეგიონზე, მონაწილეობა მიიღეს 2011 წელს იემენის რევოლუციაში, რის შედეგადაც პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი გადადგა.
ათიანი წლების შუა ხანებში ჰუსეტებმა სერიოზულ სამხედრო წარმატებებს მიაღწიეს, მათ აიღეს დედაქალაქი სანა, მოკლეს მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის მმართველი აბდელ სალეჰი. პრეზიდენტი აბდ-რაბუ მანსურ ჰადი გაიქცა სამხრეთ იემენში, ქალაქ ადენში, გამოაცხადა ის დროებით დედაქალაქად და დახმარებისთვის მიმართა არაბულ მონარქიებს. საუდიის არაბეთის ლიდერობით 10 სახელმწიფომ, პაკისტანმა და არაბულმა ქვეყნებმა შექმნეს კოალიცია, ჩაერთვნენ ხუსიტების წინააღმდეგ ოპერაციებში და იემენში ჯარები შეიყვანეს. მთელი ეს წლები იემენში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ჰუსიტების მიზანია შიიტური მმართველობის დამყარება ან სუნიტური უმრავლესობისგან ძალიან ფართო ავტონომიის მიღება. არაბულმა კოალიციამ მიუხედავად აშშ-ს და დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერისა ვერ შეძელს ჰუსიტთა საბოლოოდ დამარცხება. 2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ შეწყვიტა კოალიციის მხარდაჭერა და გამოცხადა, რომ ის ეძებდა მოლაპარაკების გზებს იემენში მშვიდობის დასამყარებლად. ამასობაში, ჰუსიტებმა ირანული წარმოების რაკეტების და დრონების გამოყენებით რამდენჯერმე დაბობმბეს საუდიის არაბეთის სახელმწიფო კომპანიის Saudi Aramco-ს, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები და ნავთობმომპოვებელი ინფრასტრუქტურა საუდის არაბეთში, რამაც ნავთობის მოპოვების შემცირება გამოიწვია.
ჰუსიტები ფაქტიურად წარმოადგენენ მათთვის ერთმორწმუნე ირანის მთავარ დასაყრდენს რეგიონში. ირანს დიდი ხანია ცუდი ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთან. სუნიტურ-შიიტურ საუკუნოვან რელიგიურ მტრობას გეოპოლიტიკური კონკურენციაც დაემატა. ირანი ცდილობს ჰუსიტების მეშვეობით საკუთარი გავლენა გაავრცელოს არაბეთის ნახევრაკუნძულზე და დაასუსტოს რეგიონში საუდის არაბეთის შესაძლებლობები. შიიტურ-სუნიტური მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირების ფაქტორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იემენურ კონფლიქტში, თუმცა ალბათ შეცდომა იქნება თუკი ჩავთვლით, რომ ახლა რაც ხდება წითელ ზღვის რეგიონში ეს არის მხოლოდ შიდა მუსლიმური დაპირისპირება.
ჰუსიტები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდნენ მხარს პალესტინას ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ „ჰამასთან“ და „ჰესბოლასთან“. ჰუსიტების ბოლო დროინდელი გააქტიურება მოყვა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას და ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციას. „სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას“, ესაა დღეს მათი მთავარი ლოზუნგი. 7 ოქტომბრის შემდეგ ჰუსიტებმა რამდენჯერმე სცადეს დრონებით ისრაელის სახელმწიფოზე იერიშის მიტანა. გარდა ამისა, მათ გამოაცხადეს, რომ წითელ ზღვაში არ გაატარებდნენ არც ერთ გემს, რომელსაც ისრაელთან რამე კავშირი ექნებოდა. ჰუსიტები წითელ ზღვაში გემებს ნოემბრიდან ბომბავენ. ისინიც და მათი მოწინააღმდეგეებიც აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული. ამერიკელებმა დაიწყეს იემენის დაბომბვა, ხოლო ირანმა, ჰუსიტების მთავარმა სპონსორმა, დაარტყა სამიზნეებს ერაყში, სირიასა და პაკისტანში. ევროპელებმა დაიწყეს თავიანთი არმადის შეკრება წითელ ზღვაში გემების დასაცავად. მოხდება თუ არა კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია? ჯერჯერობით ჰუსიტები არ ურტყავენ რეგიონში ნავთობით მდიდარი ქვეყნების საპორტო ინფრასტრუქტურას. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ჰუსიტები ამ ნაბიჯზეც წავიდნენ, რაც კონფლიქტს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
საინტერესოა ისიც, რომ რუსულმა სახელმწიფო სააგენტომ РИА Новости-მ 25 იანვარს დაწერა ჰუსიტების დელეგაციის მოსკოვში ყოფნის შესახებ. როგორც ჩანს, ჰუსიტთა დელეგაცია მოსკოვში სწორედ იმ დღეს იმყოფებოდა, როცა მათმა სამხედრო ფორმირებებმა აშშს-ს ხომალდებს რაკეტები დაუშინეს. სააგენტომ გაავრცელა ჰუსიტების დელეგაციის ხელმძღვანელის მუჰამედ აბდესალამის ინფორმაცია:
„დღეს მოსკოვში გვქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვთან, სადაც განვიხილეთ სიტუაცია რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორში გენოციდი, რასაც ჩვენ ვგმობთ. აგრეთვე განვიხილეთ საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურების საჭიროება აშშ-სა და ისრაელზე ზეწოლის მიზნით, რათა შეაჩერონ იგი“, - თქვა აბდესალამმა.“
როგორც ჩანს, რუსეთი ეცდება ჰუსიტების გამოყენებას, რათა მათი და ირანის მეშვეობით კიდევ უფრო აჭრას სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, გააჩინოს ისეთი ახალი კონფლიქტის კერები, სადაც დასავლეთის ჩარევა და რესურსების მიმართვა იქნება საჭირო.
რუსების უპირველესი მიზანია ევროპის და ამერიკის ყურადღება ამ რეგიონში გაჩენილ ახალ კონფლიქტებზე გადაერთოს და ამით უკრაინას სამხედრო თუ პოლიტიკური მხარდაჭერა მოაკლდეს. ჰუსიტების მოქმედებების შედეგად წითელი ზღვასა და სუეცის არხში ნაოსნობის შეფერხებამ შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას ევროპის ქვეყნებს კატარიდან თხევადი გაზით , რეგიონიდან ნავთობპროდუქტებით, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან შორეული აღმოსავლეთის და ოკეანიის ქვეყნებიდან სამრეწველო თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მომარაგების კუთხით, რამაც ევროკავშირში ფასების ზრდა, მოსახლეობის უკმაყოფილება და პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს. რუსეთთან კონფრონტაციის გამო ევროპაში ეკონომიკური კრიზისის სცენარზე დიდი ხანია ოცნებობს პუტინი. ეს მისი მთავარი შანსია. ამ გზით მას სურს დასავლეთის პოლიტიკოსებს აიძულოს უკრაინის საკითხში დათმობებზე წასვლა. ჰუსიტების მხარდაჭერით რუსეთი შეიძლება ცდილობდეს დამატებითი სავაჭრო პოზიციების მოპოვებას დასავლეთთან ურთიერთობაში. პუტინი ამ საქციელით აგზავნის სიგნალს რომ მას შეუძლია გამოიყენოს ჰუსიტებზე და ირანზე საკუთარი გავლენები წითელ ზღავში ჰუსიტების დაბომბვების შესაჩერებლად, სავაჭრო სანაოსნო გზების გასახსნელად. რუსეთი ღიად აჩვენებს, რომ ურთიერთობა აქვს ჰამასთანაც (მათი დელეგაციაც მიიღო ორი თვის წინ) და ხუსიტებთანაც. ამით ცდილობს აგრძნობინოს ევროპას და აშშ-ს, რომ მასზეა დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურება, დასავლეთის ქვეყნებში მოსალოდნელი ეკონომიკურ კრიზისის თავიდან არიდება, რათა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებს პრობლემები არ შეექმნათ საკუთარ ამომრჩევლებთან. ამისათვის კი დასავლეთმა თავის მხრივ უკრაინის მხარდაჭერა უნდა შეწყვეტოს და ზელენსკის ხელისუფლება რუსეთის პირობებით მოლაპარაკებებზე წამოსვლაზე აიძულოს.

მოკლედ, „ბოროტების ღერძი“ რუსეთი - ირანის ალიანსი მოქმედებაშია.

წყაროს სანახავად მიყევით ბმულს - ირაკლი მელაშვილი

world
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way