USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
ირაკლი კობახიძის აზრით, თავდაცვის აქტში შესწორების შეტანა ბოკერიასა და სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია
Date:  1131

 "მე მაქვს ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერია და კომიტეტის აპარატის უფროსი მეგობრობენ წლებია უკვე ერთმანეთთან. არ ვიცი რა დგას ამ მეგობრობის უკან. აქედან გამომდინარე, პროექტში შეიძლება შეტანილიყო ასეთი ცვლილება, თუმცა ეს არის ბოკერიას და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი. როდესაც, თუნდაც პროექტში ხდება ასეთი წინადადება, ეს, ბუნებრივია, ვერაფერს დააკლებს ქვეყანას, სახელმწიფოს და ვერაფერს ვერ დააკლებს, ვერც ქართულ ოცნებას.

თუმცა, ეს გარკვეულწილად მაინც აზიანებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს გიგა ბოკერია, კრიმინალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი",  განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე მიიჩნევს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის აქტში შესწორების შეტანა გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია.

 

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way