USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა
Date:  1067

"ოპოზიციამ დააყენა ულტიმატუმი ორ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო რურუას გათავისუფლების თემა და ეს იყო რიგგარეშე არჩევნების, პლებისციტის საკითხი. მას შემდეგ რაც ბოლოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ეს ორი ულტიმატუმი დააყენეს, დანიელსონმა გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დროს გაჟღერდა. კობახიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებაზე გიორგი რურუას გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო განაცხადა უარი.

"როდესაც პირველ ულტიმატუმს აყენებდნენ, რურუას თემასთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ კითხვა შეუბრუნა, თეორიულად რომ გადაწყვეტილიყო ეს საკითხი ამ შემთხვევაში თუ მოაწერდნენ ხელს შეთანხმებას, რაზეც ასევე უარი დააფიქსირეს. ეს იყო ერთგვარი მეთოდი იმისთვის, რომ ოპოზიციას თავისი სიხისტე განსაკუთრებით მძაფრად დაეფიქსირებინა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და, ბუნებრივია, ეს ყველამ ნახა“, - თქვა კობახიძემ "იმედთან" ინტერვიუში. 

მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს პარლამენტში არშესვლის საფუძველი.

კრისტიან დანიელსონთან სამთავრობო პარტიისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way