USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
თარიღი:  691

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად.

ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით არსებულ პერსპექტივებს.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის