USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ღობეს ხსნის
дата:  555

მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ღობეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ხსნიან - აღნიშნულის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილის დასაწყისში გავრცელდა. ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციის წინ იქ, სადაც საპროტესტო აქციები იმართებოდა, სკვერი მოეწყობოდა. დაახლოებით ამ პერიოდის შემდეგ შენობის წინ ღობე აღიმართა, რომლის დანიშნულების შესახებაც სხვადასხვა მედიასაშუალებებს მთავრობის ადმინისტრაციაში არ პასუხობდნენ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати