USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა
თარიღი:  1097

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა პარლამენტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უდნა გაგრძელდეს და პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება აუცილებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის