USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
ირაკლი კობახიძე: მეორე ფრონტის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ
дата:  403

პრიგოჟინის ამბოხებიდან კვირაზე მეტი გავიდა და ემოციების ჩაცხრომის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო ოპოზიციის რეაქცია ე.წ. „ბახმუტის ხორცსაკეპის“ ავტორის ერთდღიან ავანტიურაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იმ დღეს ჩვენ დილიდან მოვუწოდეთ ოპოზიციას, მშვიდად დაჰკვირვებოდნენ მოვლენებს. თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი რჩევა ყურად არ იღო. ყველას გვახსოვს, როგორ გულშემატკივრობდა კოლექტიური ნაცმოძრაობა პრიგოჟინს, როგორ უძღვნიდა მას შეძახილებსა და ლექსებს, როგორ გეგმავდა პრიგოჟინის წარმატების კვალდაკვალ არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლას, არამედ სოჭის აღებასაც და ა.შ.

მთელ ამ ისტორიაში მთავარი ის არაა, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ მოვლენები სათანადოდ ვერ გააანალიზა. მთავარი არც ისაა, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც მთლიანად გარე კოორდინაციით მოქმედებდნენ და ხელისუფლებას ერთსა და იმავე აბსურდულ მოთხოვნას უყენებდნენ. მთავარი არც მათი აჟიტირების მორალური მხარე და ის ფაქტია, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ უკრაინელების „ხორცსაკეპის“ ავტორის წარმატებაში საკუთარი შანსი დაინახა.

პრიგოჟინის ამბოხებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციაში ყველაზე ნიშანდობლივი მეორე ფრონტისკენ მათი ლტოლვის მორიგი დემონსტრირება იყო. ისინი ვერ მალავდნენ, რომ შესაბამისი ბერკეტი რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ პირველივე შანსს აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესასვლელად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.

ბუნებრივია, კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებდა და ისინი ამ შემთხვევაშიც დავალებებით მოქმედებდნენ. მათი პატრონების უმთავრესი მიზანია, მიაღწიონ მეორე ფრონტს და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია, მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ნდობის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის.

ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება ერთიან საქართველოში, არამედ გვჭირდება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ნდობის აღდგენაც. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩვენთვის ნამდვილი ღირებულება მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ფრონტის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ვისი ფიქრიც აქეთკენ არის მიმართული, მას ან უკიდურესი არაკეთილგონიერება, ან საქართველოს მტრობა ამოძრავებს.

მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, რისთვისაც ჩვენს ქვეყანას არა მეორე ფრონტი, არამედ პრაგმატული და რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკა, არა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის კიდევ ერთხელ შერყევა, არამედ ნდობის აღდგენა ესაჭიროება. ჩვენ გვჭირდება არა ომი ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ ზრუნვა ერთიანი, წარმატებული სახელმწიფოს ასაშენებლად“, - წერს კობახიძე.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати