USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ირაკლი კობახიძე: მე „გასაბჭოება“ იმიტომ კი არ დავწერე, რომ რუსეთი არ უნდა მეხსენებინა, ეს ოფიციალური ტერმინია, რაც მოხდა 1921 წელს
Date:  274

მე გასაბჭოება დავწერე იმიტომ კი არა, რომ რუსეთი არ უნდა მეხსენებინა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩამოყალიბებული ტერმინი - გავექეცი ამ ისტორიულ ფაქტს თუ რა?! სამჯერ დაგიდასტურეთ ეს ისტორიული ფაქტი და ირაკლი ღარიბაშვილიც ზუსტად ამ პოზიციაზეა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კრიტიკას, რომ 25 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში რუსეთი და ოკუპაცია ნახსენები არ იყო.

როგორც კობახიძემ განმარტა, 1921 წელს და 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიული ფაქტებია და მათი სხვანაირად წარმოჩენა არავის ინტერესებში არ შედის.

„არსებობს ისტორიული ფაქტები, მათ შორის 2008 წელს რაც მოხდა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს სააკაშვილის წყალობით მოხდა - მან ჩააბარა 2008 წელს ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, სააკაშვილის წყალობით. ასევე, ისტორიული ფაქტია ისიც, რომ რუსეთის საბჭოთა ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ოკუპაცია, ეს ისტორიული ფაქტებია და არავის ინტერესებში არ შედის ის, რომ ეს ფაქტები სხვანაირად წარმოაჩინოს. მეც დავდე ბანერი, სადაც ეწერა საქართველოს გასაბჭოება, ეს ტერმინი 2010 წელს ოფიციალურად დადგინდა“,- განაცხადა კობახიძემ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way