USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და პრეზიდენტს აქვს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა
дата:  442

ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციას, მნიშვნელობა არ აქვს, ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს ის საქართველოს პარლამენტის შენობაში გააკეთებს თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის შენობიდან პრეზიდენტი პირდაპირ დაუპირისპირდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუს და უფრო მეტიც, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ჩანს რომ საქართველოს პრეზიდენტი არის პირდაპირ დაპირისპირებაში ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან.

რაც შეეხება რეაგირებას, თეორიული რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი და ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ძალიან მარტივად დაადგენს იმას, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. პირდაპირ ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე ძალიან მარტივად დადგინდებოდა ეს, თუმცა, იმპიჩმენტს სჭირდება ასი ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა. სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და პრეზიდენტს მათი მხრიდან აქვს მიღებული გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანიაში გაემგზავრება.როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати