USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
ირაკლი კობახიძე: გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, როცა ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმისთვის მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ გაჩუმდე
თარიღი:  645

გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული ნაცები, ევრონაცები, ხაზარაძე, გახარია, გირჩელები, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„როცა ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ გაჩუმდე. გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე, საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე. იყო მთელი რიგი განცხადებები სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს გუშინ, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც ამდენი ხანი გულში ინახავდნენ. ეს არის ნაცმოძრაობის კოლექტიური სახე. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები, რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების სათავეში გუშინ, ქვეყანას უბედურებაში გახვევდნენ. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის